ირაკლი სესიაშვილი: ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები პოლიტიკურ დეპრესიაში არიან, არ შემოდიან პარლამენტში და ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ

ირაკლი სესიაშვილი: ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები პოლიტიკურ დეპრესიაში არიან, არ შემოდიან პარლამენტში და ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, პარლამენტის საქმიანობის დისკრედიტაცია მოახდინონ და ასევე ვხედავთ მანიპულირებულ კვლევებში, რომ მცდელობაა ,პარლამენტის რეიტინგი მაქსიმალურად დაბალი გამოჩნდეს,

პარლამენტი ძალიან ბევრ სერიოზულ საკითხზე მუშაობს, რაც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა ტ/კ „იმედის" გადაცემაში „არენა".

ირაკლი სესისაშვილის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოების წინაშე ანგარიში წარადგინა და ამასთანავე პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევდა.

„დღეს სერიოზული დებატები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში. ოპოზიციამ ჩიხური გზა აირჩია, რაც პირველ რიგში, არ წაადგება ქვეყანას. თუმცა ოპოზიციას არც აინტერესებს ქვეყანას რა წაადგება. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში როცა იყვნენ, მაშინაც არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა იყო ქვეყნის ინტერესები. საპარლამენტო ცხოვრება და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, თითოული ჩვენგანის ვალდებულებაა. ისინი არიან პოლიტიკურ დეპრესიაში, არ შემოდიან პარლამენტში, ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ", -აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ბევრი გაჭირვებული ადამიანია, თუმცა ქვეყანა ვითარდება.

„ძალიან რთული სტარტი ჰქონდა „ქართულ ოცნებას" 2013 წელს.აქ იყო მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჯერ დანგრევა და შემდეგ ახალ რელსებზე გადაყვანა სჭირდებოდა. ძალიან ბევრი პროგრამა ჩაიდო ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ მძიმე სოციალური მდგომარეობა იყო, ჯანდაცვა იყო მთლიანად ჩავარდნილი, თითოეული მოქალაქე იძულებული გახლდათ სახლი გაეყიდა, ვალი აეღო. ბევრი რესურსის ჩადება მოგვიაწია იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დაგვეყენებინა.

დღესაც რთული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევევი არის, თუმცა ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინი გვაქვს. ეს კარგად ჩანს

საერთაშორისო რეიტინგებში, კარგად ჩანს ინვესტორებისა და ბიზნესის დამოკიდებულებაზე ქვეყნის მიმართ. ნდობა გაჩნდა ხელისუფლების და სისტემის მიმართ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.