„ზარაფხანაში“ შეძენილი კულონი 1 ცალი და ცეპი 1 ცალი ნამდვილად გადაეცა პრეზიდენტს თინათინ ბოკუჩავას დასასაჩუქრებლად“

„ზარაფხანაში“ შეძენილი კულონი 1 ცალი და ცეპი 1 ცალი ნამდვილად გადაეცა პრეზიდენტს თინათინ ბოკუჩავას დასასაჩუქრებლად“

სოციალურ ქსელში გავრცელდა 2011 წლის 6 მარტით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ სახელმწიფო სამსახურის დაცვის თანამშრომლები: ვ. კილაძე, რ ლაფაჩიშვილი და ვ. ვარდოსანიძე. ხელმომწერები აქტის საფუძველზე ადასტურებენ, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასთვის ოქროს ნაკეთობა შეიძინა. დოკუმენტში ვკითხულობთ: „ჩვენ ქვემოთ ხელმომწერნმა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური  სამსახურის თანამშრომლებმა: თანამშრომლებმა: ვ. კილაძემ, რ ლაფაჩიშვილმა, ვ. ვარდოსანიძემ შევადგინეთ წინამდებარე აქტი მასზედ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ვ. ვარდოსანიძის მიერ შპს „ზარაფხანაში“ შეძენილი სამკაული კულონი 1 ცალი და ცეპი 1 ცალი ნამდვილად გადაეცა პრეზიდენტს სტუმრის თინათინ ბოკუჩავას დასასაჩუქრებლად“.