ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, უზნაძის N91ა-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არმაზი“ ასრულებს და მისი ბიუჯეტი 20 715 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.