კობახიძე ხოშტარიასა და ნადირაშვილზე: სასოწარკვეთილი „ნაციონალი

კობახიძე ხოშტარიასა და ნადირაშვილზე: სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები.

„არსებობს „სასოწარკვეთილი დიასახლისები“, ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს და უფრო მდაბიოს თუ მოიფიქრებდნენ, ძნელად წარმოსადგენილი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში.

„ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. განათლება აქვს მოსკოვში მიღებული და ის ემსახურებოდა 9 წლის განმავლობაში სულით და გულით და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს მათი ძალისხმევა წარუმატებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.