გია ვოლსკი ოპოზიციონერ დეპუტატებზე:ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს

გია ვოლსკი ოპოზიციონერ დეპუტატებზე:ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს

ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს, - ამ სიტყვებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს მაშინ მიმართა, როდესაც სხდომათა დარბაზში ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.