პაატა ზაქარეიშვილი: კიეველების სისხლი სააკაშვილის სნაიპერ-ლიკვიდატორების კისერზეა!..

პაატა ზაქარეიშვილი: კიეველების სისხლი სააკაშვილის სნაიპერ-ლიკვიდატორების კისერზეა!..

ადვოკატი პაატა ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ნაციონალური მოძრაობა" - ტერორისტული ორგანოზაციაა!..

"თავისუფალი ზონა" ტერორისტული ორგანიზაციაა!..

მაშ ასე - კიეველების სისხლი სააკაშვილის სნაიპერ-ლიკვიდატორების კისერზეა!..

ამონარიდი სნაიპერ-ლიკვიდატორის - კობა ნერგაძის განმარტებიდან:

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

"... 2006 წელს არმიიდან ნებაყოფილობით წამოვედი, სადაც სამსახურის დროს გავიცანი მამუკა მამულაშვილი. 2007 წლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური საიდუმლო სამსახური, სადაც თავი მოუყარეს ყოფილ სამხედროებს, ყოფილ პოლიციის მუშაკებს და ნასამართლეობის მქონე პირებს. ოფიციალურად ითვლებოდა, რომ ეს ამ სამსახურის ფუნქციებში შედიოდა მიტინგების პროვოკაციებისაგან დაცვა, რათა არ მომხდარიყო შეტაკებები ოპოზიციასა და სააკაშვილის მომხრეებს შორის. სინამდვილეში კი ჩვენი ფუნქცია პირიქით, პროვოკაციული იყო. წრთვნებს გავდიოდით კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც ვეუფლებოდით საბჭოთა და NATO-ს შეიარაღების გამოყენებას. ამავე ცენტრში მომზადებას გადიოდნენ უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებიც. ჩვენ გვწრთვნიდნენ ბრიტანელი ინსტრუქტორები. გვასწავლიდნენ მომიტინგეებთან მუშაობას. კერძოდ - ინფორმაციის მოპოვებას, ადამიანური რესურსების მობილიზებას, პროვოკაციებისა და კონფლიქტების ინსპირირების ტექნოლოგირებს, საჭიროების შემთხვევაში - ხელისუფლების სწაინაამდეგო მიტინგების ორგანიზების საქმეს.

2013 წლის ზაფხულში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სწავლებას და მომზადებას გავდიოდით ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსთან ახლოს, ავტობაზრობასთან მდებარე სპეციალურ ბაზაზე. ჩემთან ერთად საქართველოდან რამოდენიმე კაცი იყო. იქ მომზადებას გადიოდნენ ასევე უკრაიმულ ენაზე მოლაპარაკე 15 სლავური წარმოშობის პირი. სწავლება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე.

2013 წლის დეკემბერში მამუკა მამულაშვილმა სასწრაფოდ შეგვკრიბა ყველა და გამოგვიცხადა, რომ უნდა გავმგზავრებულიყავით კიევში. ეს ბრძანება იყო!.. გადაგვიხადეს თითოეულს 1000 აშშ დოლარი და გვითხრეს, რომ "ღონისძიების" დასრულების შემდეგ დამატებით გადაგვიხდიდნენ 50 000 აშშ დოლარს. ყოველ ჩვენთაგანს ყალბი პასპორტებისათვის გადაგვაღებინეს ფოტოსურათი, რაც გადავეცით მამუკა მამულაშვილს. მალევე, მამუკა მამულაშვილმა შეგვკრიბა თბილისის აეროპორტში და სასაზღვრო სამსახურის გვერდის ავლით შეგვიყვანა ფლიგელში, სადაც გადმოგვცა სხვა პირების გვარ-სახელზე დამზადებული პასპორტები. კერძოდ, ჩემი პასპორტი დამზადებული იყო ვინმე "1977 წელს დაბადებული გიორგი ქარუსანიძის" სახელზე. ამის შემდეგ ჩვენ სპეციალური ჩარტერული რეისით გავფრინდით კიევში, თვითმფრინავი დაჯდა ბორისპოლის აეროპორტში. იქ ჩასვლისას გველოდებოდნენ და ისე მოაწყვეს, რომ პასპორტები არავისთვისთვის გვინახებია, არ მოუთხოვიათ. კიევში ჩვენ ოროთახიან ბინებში დაგვაბინავეს. ორი დღის შემდეგ კი მამულაშვილმა თანმხლებ პირთან ერთად მიკროავტობუსით მოგვაკითხა და წაგვიყვანა მაიდანზე. ჩემი ჯგუფის გარდა, კიევში იმავე საქმეზე და იმავე დავალებით იმყოფებოდნენ: კიკაბიძე, სარალიძე, მაყიშვილი და ყიფიანი. (ისინი ცალკე ჩამოფრინდნენ.)

10 მარტს ჩვენთან სასტუმრო "უკრაინის" მე-3 სართულზე მოვიდა მიხეილ სააკაშვილი - ანდრეი პაშინსკისთან, ანდრეი პარუბისთან და კრისტიან ბრაიანტან ერთად. მამულაშვილისაგან გავიგე, რომ ეს უკანასკნელი აშშ-ს არმიაში სნაიპერად მსახურობდა 101-ე სადესანტო-სახმელეთო დივიზიაში. 14 თუ 15 თებერვალს სასტუმროში შეგვკრიბეს მე, მაყიშვილი, სარალიძე, კიკაბიძე, ყიფიანი და დანარჩენები... გამოგვიცხადეს, რომ "უნდა დავეხმაროთ მოძმე უკრაინელ ხალხს და გვაქვს სპეციალური დავალება."

18 თებერვალს სასტუმროში მოვიდა პაშინსკი თანმხლებ პირებთან ერთად და ჩანთებით მოიტანა იარაღები - კალაშნიკოვები და კარაბინები (КСКА) და დაგვირიგა.

19 თებერვალს გვიან საღამოს ჩვენთან მოვიდა მამულაშვილი და მითხრა: - "ხვალ მძიმე დღე გვექნება. მაიდანზე უნდა შევქმნათ ქაოსი. ამისათვის უნდა ვესროლოთ განურჩევლად ყველას - პოლიციასაც და მოქალაქეებსაც. სროლა გაგრძელდება 15 - 20, წუთი, რის შემდეგაც შეკრებ შენს ხალხს და სასწრაფოდ გაემგზავრები თბილისში."

გეგმის მიხედვით, პაშინსკის სნაიპერების ჯგუფს სროლები კონსერვატორიის შენობიდან უნდა ეწარმოებინა. მისი ჯგუფი შედგებოდა პოლონელებისგან, ლიტველებისგან, ქართველებისგან (ხაბაზის ჯგუფი: მამულაშვილი, გოგოხია, ყიფიანი და სხვები) და უკრაინელებისგან. მის ჯგუფს სროლა პირველებს უნდა დაეწყოთ. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ჩვენ - სასტუმრო "უკრაინაში" დაბანაკებულ პირებს უნდა გაგვეხსნა ცეცხლი, რის შემდეგაც ადგილზე დავტოვებდით იარაღებს და გავუჩინარდებოდით. მამულაშვილის ჯგუფს თეთრი სამკლავურები გაგვიკეთეს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეგვძლებოდა ერთმანეთის გარჩევა.

დილით ადრე, დაახლოებით 08 საათზე დაიწყო სროლები კონსერვატორიიდან, 3 - 4 წუთის შემდეგ კი ცეცხლი ჩვენ გავხსენით. ვინმესთვის გარედან რომ არ ყოფილიყი შესამჩნევი, თითოეული მსროლელი გააღებდა ფანჯარას, განახორციელებდა გასროლას და ისევ ხურავდა. შემდეგ იგივეს იმეორებდნენ თავიდან.

სროლების შემდეგ პაშინსკიმ გასცა ბრძანება დაგვეტოვებინა იარაღები და სწრაფად გავსულიყავით შენობიდან. ჩვენ დავტოვეთ იქაურობა, გავემართეთ კონსპირაციულ ბინაზე, ჩავალაგეთ ბარგი და ყალბი პასპორტით სასწრაფოდ გამოვფრინდით თბილისში, რაც ჩამოფრენისთანავე დავწვი.

აქვე აღვნიშნავ, რომ კიევში სააკაშვილი ასევე ყალბი პასპორტით და ჩარტერული რეისით იყო ჩამოსული."