პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა. მოსმენა კომიტეტში 6 -ზე მეტი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ირაკლი შოთაძემ უპასუხა როგორც უმრავლესობის, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს.

კენჭისყრა სხდომაზე ორ ნაწილად გაიმართა. პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, შეესაბამება თუ არა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კენჭისყრა ფარული წესით გაიმართა. კომიტეტის 8 წევრმა მიიჩნია, რომ შოთაძის კანდიდატურის შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

მეორე კითხვა კი შეეხებოდა იმას, უჭერს თუ არა კომიტეტი მხარს შოთაძის კანდიდატურას.

გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ფარული კენჭისყრით შედეგად კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი.