ენძელა მაჭავარიანი: „ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფაროთ, თქვენს უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას“

ენძელა მაჭავარიანი: „ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფაროთ, თქვენს უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას“

„ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფაროთ, თქვენს უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პერფორმანსების მოწყობის დრო დამთავრებულია.

„მე მინდა ვუთხრა იმ ძალის წარმომადგენლებს, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში, იმ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს, რომელთა მსხვერპლებიც დღეს ჩვენს გვერდით არიან და მოვუწოდებ, რომ მათი პერფორმანსების დრო დამთავრდა. ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფარონ, მის უკან ნაციონალური მოძრაობა ადვილი შესაცნობია“ – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ ხელში იმ ყოფილი მაღალჩინოსნების ფოტოები ეჭირათ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან და ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდნენ.