რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მარტოხელა ქალებს მეუღლის ძებნას აფრიკაში ურჩევენ

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მარტოხელა ქალებს მეუღლის ძებნას აფრიკაში ურჩევენ

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რუს ქალებს არ ურჩევენ ცოლად გაყვნენ მუსულმანებს, იეღოველებს, კომუნისტებსა და ათეისტებს.

იმ მარტოხელა ქალებს კი, რომლებმაც მეუღლის ნახვა რუსეთში ვერ მოახერხეს, საოჯახო საქმეების საპატრიარქო კომისიის ხელმძღვანელი პროტორეი დმიტრი (სმირნოვი) ურჩევს, რომ წავიდნენ და აფრიკაში მოძებნონ.

მისი თქმით, აფრიკაში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს.

„თუკი ადამიანი ქრისტიანია – დავუშვათ კათოლიკოსი, ან ლუთერანი. ყველაზე ცუდ შემთხვევაში – ბაპტისტი, მაგრამ ამის იქით არა. ამას არანაირი მეშვიდე დღის ავანტიურისტი არ სჯობს, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყებენ იმის მტკიცებას როგორც იეღოველები, რომ ისინი ქრისტიანები არიან“, – აცხადეს პროტორეი.

მისი თქმით, ათეისტებთან და სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებზე ჯვრის დაწერა არ შეიძლება. მისი თქმით, ასეთი ქორწინების მომხრე ეკლესია ვერ იქნება.

„ეკლესია – ეს პატარა საოჯახო ეკლესიებისგან შედგება. და როგორ უნდა ააშენო ეკლესია მუსულმანთან, იეღოველთან, კომუნისტთან, ათეისტთან ერთად? ეს არ იქნება საოჯახო ეკლესია, ეს რაღაც გაურკვეველი იქნება“, – განაცხადა მან.