არეშიძე ახალგორში ქართულად სწავლების აკრძალვაზე: „ჩვენს თვალწინ დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს“

არეშიძე ახალგორში ქართულად სწავლების აკრძალვაზე: „ჩვენს თვალწინ დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს“

„ჩვენს თვალწინ დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს გალის რაიონში, ახალგორში. ეს ამბავი საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ჩვენი პარტნიორები ამაში დავიხმაროთ, იძულებულები ვართ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები და დასავლეთის პოლიტიკური სპექტრი ჩვენს შიდა პოლიტიკური გარჩევებში იყვენ ჩართული", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვას.

ახალგორში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს: ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური.

არეშიძის ინფორმაციით, ახალგორის მოსახლეობა ყოველივე ამის გამო უკიდურესად შეშფოთებულია.

„ზღუდავს და მოსახლეობა ამაზე უაღესად უარყოფითადაა განწყობილი, იმიტომ, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებისგან განსხვავებით, რომლებსაც დიდი ხანია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება შეეზღუდათ, ეს ხალხი ყოველთვის მიჩვეული იყო და სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა და განწყობებიც შესაბამისი გაჩნდა. ელემენტარულად ბევრმა მათგანმა რუსული ენა არ იცის, აქ ხომ რუსულ სწავლებაზეა საუბარი და ძალიან რთულია, რომ გადაეწყონ.

„ჩვენს თვალწინ დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს გალის რაიონში, ახალგორში. ეს ამბავი საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ჩვენი პარტნიორები ამაში დავიხმაროთ, იძულებულები ვართ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები და დასავლეთის პოლიტიკური სპექტრი ჩვენს შიდა პოლიტიკური გარჩევებში იყვნენ ჩართული.

„ნამდვილად უბედურ მდგომარეობაში ვართ. შესაძლოა ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებული არიან, მაგრამ თუ შენ მუდმივად კონტაქტში არ იქნები და მათ მწვავე რეაგირებას არ მოსთხოვ, ისინი ამას გაატარებენ იმიტომ, რომ მსოფლიოში იმდენი ცხელი წერტილია და იმდენი უარყოფითი რამ ხდება, რომ მათ ყველაფერზე რეაგირების თავი და საშუალებაც აღარ აქვთ.

„მთელი ევროპა და დასავლეთი კორონავირუსის საკითხის გარშემო ტრიალებს. სხვა უმარავი პრობლემაა - ახლო აღმოსავლეთი, ნატოს შიგნით დაძაბულობა, შენი პრობლემა ამათთან შედარებით ზღვაში წვეთია და თუ შენ ამაზე მუდმივად არ გააკეთე აპელირება, განსაკუთრებულ ყურადღებას არც არავინ არ მოგაქცევს", - განაცხადა არეშიძემ.