„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, რასაც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მან „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ჩუგოშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ცდილობს, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან შევიდეს ალიანსში.
„ჩუგოშვილის განცხადება არ არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია და ჩემი მხრიდან უხერხული იქნებოდა ერთი პოლიტიკოსის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს ჩუგოშვილის აზრია და მომავალი გვიჩვენებს.
„ჩუგოშვილი ასეთი განცხადებებით ეძებს საკუთარ ადგილს მომავალ პოლიტიკურ კონფიგურაციაში. გასაგებია, რომ „ოცნებაში" უკან აღარ მიესვლებოდა, შესაბამისად ცდილობს, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ რომელიღაც პოლიტიკურ ძალასთან დაიმკვიდროს ადგილი. არც ძალიან აგრესიულ განცხადბებს აკეთებს, მაგრამ რბილად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას."
„გასაგებია ეს განცხადებები რასაც ემსახურება. არა მარტო ჩუგოშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ლიდერების, სადაც, როგორც ჩანს, ქალბატონი თამარიც ეწერება. ცდილობენ ამომრჩეველში შექმნან არჩევნების წინ ისეთი განცდა, თითქოს დასავლეთმა ვერდიქტი უკვე გამოუტანა „ქართულ ოცნებას". ამით სურთ ამომრჩეველში გააჩინონ ერთგვარი უნდობლობა, აპათია მმართველი გუნდის მიმართ და ეს ამომრჩეველი ოპოზიციური ძალებისკენ წამოიყვანონ, ან საერთოდ დატოვონ არჩევანის გარეშე, ანუ არ მივიდეს არჩევნებზე.
„ეს საკმაოდ გამოცდილი და აპრობირებული მეთოდია პოლიტიკაში - ამომრჩევლის განწყობაზე ასეთი წერტილოვანი ზემოქმედებები, საინფორმაციო „შემოგდებები". აპოკალიპტური სურათის დახატვა უნდათ ამით და ფიქრობენ, რომ ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილში იმუშავებს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ეგე თუ არ აააქვს მომპალი
დაჟე ორივე მომპალი ჰქონია
ჰოოოდა ახია შენზე ყველაფერი