"სწორედ ამ ვირს ჰგავს მარგველაშვილი, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ სახალხო მხარდაჭერას არა გუნდის, არა ივანიშვილის, არამედ საკუთარ წარმატებად თვლის"

,,ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან უერთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შედიოდა, გზად ხალხი პალმის რტოებს უყრიდა და "ოსანას" შესძახოდა. ვირი კი დარწმუნებული იყო, რომ მას ესალმებოდნენ...

სწორედ ამ ვირს ჰგავს მარგველაშვილი, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ სახალხო მხარდაჭერას არა გუნდის, არა ივანიშვილის, არამედ საკუთარ წარმატებად თვლის:

"ამირჩიეს ყველაზე მაღალი პროცენტით, რაც ოდესმე აგვიღია, რადგან მაშინდელი 62% და ამომრჩევლის რაოდენობა არის ის სიმაღლე, რომელსაც „ოცნებამ“ ვეღარასდროს მიაღწია"