ნამდვილად არ მეცოდება „ბიძინას ციხეში“ არც უგულავა და არც ერთი „ნაცი“! პირიქით, მგონია, რომ ძალიან გაუმართლათ!

ნამდვილად არ მეცოდება „ბიძინას ციხეში“ არც უგულავა და არც ერთი „ნაცი“! პირიქით, მგონია, რომ ძალიან გაუმართლათ!

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი წერს:

“რატომ ღადაობ გიგი უგულავაზე, მაინც პატიმარია კაცი და არ გეცოდებაო? - ნამუსზე მაგდებს ზოგი... ჯერ ერთი - მე გიგი უგულავაზე კი არა, მედიის მიერ შექმნილ სიტუაციაზე ვღადაობ. მეორეც - არა, ნამდვილად არ მეცოდება „ბიძინას ციხეში“ არც უგულავა და არც ერთი „ნაცი“! პირიქით, მგონია, რომ ძალიან გაუმართლათ! მაგათთვის ცალკე ციხე უნდა არსებობდეს და იქ უნდა ჩასვან - აი, ახალაიას ციხე რომ იყო, ეგეთი! მაშინ, იქნებ, შემცოდებოდნენ კიდეც...“ - წერს სვანიძე.