ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სტალინმა პოლიტბიურო შეკრიბა და გამოუცხადა:
- დღეს ორ საკითხს განვიხილავთ. 1. ყველას ციმბირში გადაგასახლებთ; 2. კრემლს მწვანედ გადავღებავთ.
- რატომ მწვანედ? - ერთხმად იკითხეს პოლიტბიუროს წევრებმა.
- ანუ, პირველ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ არის, - ჩაილაპარაკა დიდმა სტალინმა, ტოტიდან ტოტზე ისკუპა და ბუჩქებში გაუჩინარდა.
ეს ანეკდოტი იმაზე გამახსენდა, 48 მილიონის მოპარვაზე რომ არავინ დავობს, მხოლოდ იმას გაიძახიან, ამ გაგანია მოლაპარაკებების დროს არ უნდა დაგეჭირათო“, - წერს იაკობაშვილი.