ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიას პასუხობს: ჰქონდა თუ არა ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი მონაზონთან

ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიას პასუხობს: ჰქონდა თუ არა ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი მონაზონთან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს.

ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანდრია სარიას მიერ ჩადენილი ქმედებები საეკლესიო წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

"ანდრია სარიას 12 თებერვლის ეთერი ტელევიზია "მთავარში" იყო მორიგი ცილისწამება. შევახსენებ დაინტერესებულ მკითხველს, რომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება მოჰყვა, კომისიის მიერ მისთვის მიცემული შენიშვნის არგათვალისწინებას. სინოდალური კომისიის მიერ მას მიეცა გაფრთხილება, რომ საჯარო შეურაცხყოფებისა და ჭორებზე აგებული ბრალდებებისაგან თავი შეეკავებინა.

ამის ნაცვლად მან, რამდენიმე დღეშივე შენიშვნის სრული უგულებელყოფით გააგრძელა საჯარო ცილისწამებები, და სწორედ ამის გამო მოხდა მისთვის მსახურების შეჩერება.

მას არც კომისიაზე დაუსახელებია და წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი და როგორც ვნახეთ 12 თებერვლის ეთერშიც არ დააკონკრეტა, თუ რომელ მღვდელმთავარს გულისხმობს თავის ბრალდებაში.

ასეთი სახის ქმედებები, რაც ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელი გახდა, წარმოადგენს საეკლესიო წესების უხეშ დარღვევას, და ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია სარია, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა, "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო.

სარიას თქმით, ამის შესახებ მან მეუფე შიოსთანაც ისაუბრა, თუმცა მისი მოსმენა არ ისურა. სარია ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე პატრიარქსაც ესაუბრა.