5 -12 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, სულ ამოღებული იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 201,674 კგ. უაქციზო თუთუნი. აქედან, 14 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 57,074 კგ. უაქციზო თუთუნი, ხოლო 3 შემთხვევაში, დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 144,6 კგ. უაქციზო თუთუნი.