გია იაკობაშვილი: დიანა, რამით გაშანტაჟებენ ეს ნაძირალები თუ რაშია საქმე?

გია იაკობაშვილი: დიანა, რამით გაშანტაჟებენ ეს ნაძირალები თუ რაშია საქმე?

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მდააა... იმდენმა დაწერა და ისეთები დაიწერა დიანა ტრაპაიძესთან ანრი ოხანაშვილის სტუმრობის შესახებ, რომ იძულებული გავხდი გადამეხვია და მეყურებინა, თორემ საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა გადართო ტვ-პირველზე...

თქვენ წარმოიდგინეთ, ტელევიზორსაც კი გაუკვირდა და ორჯერ მკითხა, მართლა მაგ არხზე გადავრთო თუ მეხუმრებიო.

გადავრთე, ვუყურე და დიანა შემეცოდა, ძალიან შემეცოდა, რადგან ვიცნობ - 2009-2010 წლებში ჩემთან მუშაობდა ITV.GE-ში, იმ ინტერნეტ ტელევიზიაში, რომელსაც შემდეგ დონაძის კაპანაძე PRESA.GE-სთან ერთად დაეპატრონა, სწორედ ის კაპანაძე, დღეგამოშვებით რომ ზის დიანას ეთერში და დიანას ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ შესაბამისი კითხვა დაესვა კაპანაძისთვის - "როგორ მოხვდი მანდა?!"

დღევანდელ გადაცემას რომ დავუბრუნდე და ერთი სიტყვით რომ შევაფასო, მხოლოდ ერთი სიტყვა მახსენდება - "ამაზრზენი".

ამაზრზენია, ჯანდიერის მოშველიება ექსპერტად; ამაზრზენია, ხელის გაშვერა ე.წ. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისკენ", რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ეთიკასთან და არც ჟურნალისტიკასთან.

და, უკვე ძალიან ამაზრზენი გახდა ტრაპაიძის მხრიდან იმის შეხსენება, რომ 7 ნოემბერს იგი კეზერაშვილის მუტრუკებმა ათრიეს.

კეზერაშვილის მუტრუკებმა გიორგი თარგამაძეც "ათრიეს", თუმცა მერე, იგივე კეზერაშვილთან შეთანხმებით, მთელ საქართველოში დაათრევდა გაუგონარ ტყუილს - "დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო"... და დღეს კეზერაშვილის ტელეკანტორაში მოღვაწეობს.

ჯობს, შევწყვიტო "ტკბილი მოგონებები", ჯობს მოვნიშნო Dianna Trapaidze და ვკითხო:

- დიანა, რამით გაშანტაჟებენ ეს ნაძირალები თუ რაშია საქმე? მე ხომ ვიცი, როგორ გეზიზღება ყველა ის, ვისაც დღეს თავგადაკლული იცავ! იმ "ქარტიის" შესახებ მე და შენ ხომ ბევრი გვიხუმრია და გვიცინია! რამდენიმე თვის წინ რომ დაგირეკე და გისაყვედურე, ეს გარეწარი კაპანაძე სულ რომ ეთერში გიზის, რატომ არ შეახსენებ itv-ს და რატომ არ შეახსენებ presa.ge-ს მეთქი, მახსოვს, ამოიოხრე, მე არავინ არაფერს მეკითხებაო. ჰოდა, მართლა შემეცოდე მაშინ და... დღესაც შემეცოდე, რადგან ძალიან ცუდი სანახავი და კიდევ უფრო ცუდი მოსასმენი იყავი. მართლა 

ნათქვამია, რომ ადამიანს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას მაშინ აყენებენ, როცა იცოდებენ... მაგრამ ისიც ხომ სწორია, რომ "...ყველა შენი თავითაო"!

Aburjga Tasmanieli წესით არ უნდა გიკვირდეთ. როგორც კი დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნაისტის ამპლუაში დასაბრუნებლად გადადგამს 1-2 ნაბიჯს ეგრევე გამოაგდებენ იმ ტვ პირგველიდან, თან ისეთი იმიჯი აქვს არსად აღარ მიიღებენ სამსახურში, დაჟე ტყის რეინჯერადაც ვერ მოეწყობა ხარაგოულში!
5 წლის უკან
Goliaff მიამიტი თუ დაიჯერებს პრესის დამოუკიდებლობას. "ვინც იხდის ის უკვეთავს მუსიკას" - დიდ სიბრძნეს მარტივი ანდაზებითაც შეიძლება ეზიარო.
5 წლის უკან