CMC ჰოსპიტალი, კიბოს მკურნალობა

CMC ჰოსპიტალი, კიბოს მკურნალობა

კიბო ადამიანთა უმრავლესობისთვის უკურნებელ დაავადებასთან ასოცირდება, თუმცა თანამედროვე მედიცინამ დაამტკიცა, რომ კიბოსთან ბრძოლა აზრი ნამდვილად აქვს და ხშირად მისი ბოლომდე განკურნებაც შესაძლებელია. ბოლო წლებში კიბოს სამკურნალო მეთოდები დაიხვეწა, კლინიკური კვლევებით კი დაავადებასთან ბრძოლა უფრო თანმიმდევრული და ეფექტური გახდა. შედეგად, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ხმამაღლა ამბობს - მე დავამარცხე კიბო!

რა უნდა ვიცოდეთ კიბოს მკურნალობაზე

კიბო ადამიანთა უმრავლესობისთვის უკურნებელ დაავადებასთან ასოცირდება, თუმცა თანამედროვე მედიცინამ დაამტკიცა, რომ კიბოსთან ბრძოლა აზრი ნამდვილად აქვს და ხშირად მისი ბოლომდე განკურნებაც შესაძლებელია. ბოლო წლებში კიბოს სამკურნალო მეთოდები დაიხვეწა, კლინიკური კვლევებით კი დაავადებასთან ბრძოლა უფრო თანმიმდევრული და ეფექტური გახდა. შედეგად, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ხმამაღლა ამბობს - მე დავამარცხე კიბო!

კიბო მედიცინაში იმ კატეგორიის დაავადებათა სიაშია, სადაც ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ და მეორე სტადიაზე აღმოჩენილი კიბო მკურნალობას შედარებით იოლად ექვემდებარება. სწორედ ამიტომ ონკოლოგები მუდმივად ხაზს უსვამენ სკრინინგული კვლევების აუცილებლობას. იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რეგულარულად იტარებს საჭირო კვლევებს, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.

კიბოს მკურნალობის მეთოდები

სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. კომბინირებული მეთოდების გამოყენება ხშირად უფრო სწრაფ და სასურველ ეფექტს იძლევა. კიბოს სამკურნალოდ, ძირითადად, ქირურგიული ჩარევას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, იმუნოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას და თარგეტულ თერაპიას მიმართავენ.
ონკოლოგები სამკურნალო პროცედურის გეგმას კიბოს სტადიის, ლოკაციის და სხვა პირობების გათვალისწინებით ადგენენ. მკურნალობის დანიშვნამდე აუცილებელია რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, სადაც ფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, დაავადების მორფოლოგიური ფორმა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ არსებობს კიბოს 200-ზე მეტი სახეობა და ყოველ მათგანს განსხვავებული მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.

კიბოს გავრცელებული სახეობები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობებია:

ფილტვის კიბო;

ძუძუს კიბო;

ნაწლავის კიბო

პროსტატის ჯირკვლის კიბო;

კანის (არა-მელანომური) კიბო;

კუჭის კიბო.

ზემოთ ჩამოთვლილია კიბოს ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული სახეობები, თუმცა განსხავავებულია იმ სიმსივნურ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთაც სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობის სიმსივნეები მკურნალობას უფრო რთულად ექვემდებარება. გარდა ამისა, სიმპტომების არარსებობის გამო ხშირად დაიგნოსტირება დაგვიანებულად ხდება.

ფილტვის კიბო;

ნაწლავის კიბო;

კუჭის კიბო;

ღვიძლის კიბო;

ძუძუს კიბო;

კიბოს მკურნალობა CMC ჰოსპიტალში კავკასიის მედიცინის ცენტრში

კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს სრულ ონკოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული მიმართულება ჰოსპიტალში მაღალ დონეზეა განვითარებული. კლინიკაში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა უახლესი გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება. აქ შესაძლებელია სიმსივნური დაავადებების სრული დიაგნოსტიკა, ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღება.

CMC ევექსის ქსელის უმსხვილესი ჰოსპიტალია, სადაც სრული სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. კლინიკა უახლესი სამედიცინო აპარატურით, მაღალატექნოლოგიური ლაბორატორიებითა და პაციენტზე ორიენტირებული თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.

ასევე, კავკასიის მედიცინის ცენტრი საერთაშორისო ჰოსპიტალთა ფედერაციის წევრია, რაც რთული სამედიცინო შემთხვევების დროს უცხოურ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს.