ვინ არის ქართველი

ვინ არის ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელიც ციხიდან საქმეებს ტელეფონით წლების მანძილზე “არჩევდა”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში სხვადასხვა ლოკაცია ჩატარდა. დაკავებულთა შორის 5 მამაკაცი და 1 ქალია.

შსს-ს ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდ" ჯონი ფურცხვანიძესთან, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ბურდღუნიჩის" მეტსახელით იცნობენ.

38 წლის ფურცხვანიძე ქუთაისის კლანის წევრად მიიჩნევა. ის „კანონიერ ქურდად" 2009 წლის 24 იანვარს მოსკოვში „აკურთხეს".

ჯონი ფურცხვანიძე საქართველოში სასჯელს 2001 წელს, გეგუთის კოლონიაში იხდიდა.

რა თქმა უნდა, შსს-ს არ განუმარტავს, როგორ ახერხებდა ე.წ. ბურდღუნიჩი ციხიდან ამ ტიპის ზარების განხორციელებას ამდენი წლის მანძილზე და ამდენ ადამიანთან!