რუსეთში კორონავირუსის აღმოფხვრილია - ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუსეთში კორონავირუსის აღმოფხვრილია - ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ჩინეთის მოქალაქე ვან იუნბინი ჩიტას საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, სადაც მას 26 იანვრიდან კორონავირუსზე მკურნალობდნენ. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

პაციენტს ინფექცია მსუბუქ ფორმებში ჰქონდა.

წინა დღეს კი ტიუმენის საავადმყოფოდან კიდევ ერთი ჩინელი სტუდენტი გაეწერა, რომელსაც ასევე კორონავირუსზე მკურნალობდნენ.

რუსეთში კორონავირუსის ეს ორი შემთხვევა იყო სულ დაფიქსირებული და ამ ეტაპზე ორივეს საფრთხე აღმოფხვრილია.

ბოლო მონაცემებით, ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 44 653-ია, დაღუპულთა რაოდენობა კი - 1113.

სულ განიკურნა 4740 ადამიანი.