რაულ ხაჯიმბამ ფარხმალი დაყარა - ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მონაწილეობას აღარ მიიღებს

რაულ ხაჯიმბამ ფარხმალი დაყარა - ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მონაწილეობას აღარ მიიღებს

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიას განუცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო პროცესში სამი კანდიდატი ჩაერთვება. კენჭს ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა და ე.წ ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია იყრიან. დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.