თბილისში მაცივარი აფეთქდა და მთელი სახლი ცეცხლში გაეხვია

თბილისში მაცივარი აფეთქდა და მთელი სახლი ცეცხლში გაეხვია

გვიან ღამით ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. თავდაპირველად ცეცხლი საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მაცივარს გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი მთელ სახლს გადაედო.

ინციდენტის დროს ბინაში ერთი ქალი იმყოფებოდა - ის არ დაშავებულა. ქინძმარაულის ქუჩაზე გაჩენილ ცეცხლს წუხელ რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა.