"ოცნების" მიმართ კრიტიკული მიმართვის შემდეგ კვირიკაშვილმა "ფესბუქ-გვერდი" გააუქმა?

კრიტიკული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის "ფეისბუქ-გვერდი" აღარ იძებნება. უცნობია კვირიკაშვილის გვერდი "დაარეპორტეს", თუ მან თავად გააუქმა.

კვირიკაშვილი ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. მან მომხდარი „დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად“ შეაფასა.