თვითმფრინავის დაშვებისას პილოტმა გონება დაკარგა - მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

თვითმფრინავის დაშვებისას პილოტმა გონება დაკარგა - მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

სტამბოლში, „პეგასუს ეარლაინის" თვითმფრინავის პილოტმა, საბიჰა გოკჩენის აეროპორტში დაშვებამდე გონება დაკარგა, რის გამოც ლაინერის დაშვება მეორე პილოტს დამოუკიდებლად მოუწია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პილოტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა პილოტის გონების დაკარგვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინის" კუთვნილი თვითმფრინავი ვენა-სტამბოლის რეისს ასრულებდა.