საგანგაშო დასკვნა: კორონავირუსი რამდენიმე დღე საგნების ზედაპირზეც ცოცხლობს და ადამიანის დაინფიცირება შეუძლია

საგანგაშო დასკვნა: კორონავირუსი რამდენიმე დღე საგნების ზედაპირზეც ცოცხლობს და ადამიანის დაინფიცირება შეუძლია

ორი დღის წინ ჟურნალმა The Journal of Hospital Infection - მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც კორონა ვირუსს შეუძლია 9 დღის განმავლობაში საგნებზე იცოცხლოს. კვლევის შედეგების მიხედვით კორონა ვირუსს შეუძლია იცოცხლოს ისეთ ზედაპირზე, როგორიცაა შუშა, პლასტმასი ან ლითონი. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს არა მარტო ადამიანიდან ადამიანზე, არამედ ბინძური სხეულიდანაც, საგნიდანაც შეიძლება გადავიდეს ადამიანზე.

„საავადმყოფოში შეიძლება ეს იყოს კარის სახელურები, ასევე ღილაკები, საწოლები ან სხვადასხვა სახის მეტალის და პლასტმასის საგნები, რომელსაც უშუალოდ დაინფიცირებული პაციენტი ეხება“, - აღნიშნულია ნაშრომში.