კვირიკაშვილმა უგულავას გამო

კვირიკაშვილმა უგულავას გამო "ქართულ ოცნებას" შეუტია

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, როცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე რჩე­ბა და ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ერთ-ერთი ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბა ხდე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბად.

„რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თვე რჩე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და ხდე­ბა ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე სა­ჯა­როდ გა­ცე­მუ­ლი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის უმწვა­ვე­სი კრი­ტი­კა, ეს ქმე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბად, ხოლო შექ­მნი­ლი ტენ­დენ­ცია - რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან (გა­მიზ­ნუ­ლად თუ გა­უ­აზ­რებ­ლად - აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა) მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის მიერ არ­ჩე­ულ დე­მოკ­რა­ტი­ულ კურ­სზე უა­რის თქმად, რა­საც ლო­გი­კუ­რად მოჰ­ყვე­ბა 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის წი­ნას­წა­რი დე­ლე­გი­ტი­მა­ცია. ამ აზ­რზეა ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ჯდე­ბა თუ არა გიგი უგუ­ლა­ვა მის პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბა­ში - აქვე და­ვა­ზუს­ტებ, რომ პი­რა­დად ჩემი და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სი იყო და რჩე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იღებს სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შემ­დგო­მი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ზრდა­ზე. მო­ვუ­წო­დებ მას, იღო­ნოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ნორ­მა­ლი­ზა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.