საქართველოში აშშ-ის საელჩო:  იმედგაცრუებული ვართ, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო:  იმედგაცრუებული ვართ, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩო მოუწოდებს მხარეებს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგული.

„აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

Aburjga Tasmanieli აი დადგა ისეთი მომენტი როცა ნათლად გამოჩნდა ვინ არის საქართველოში ფაქტიური ხელისუფალი, ჩვენი არჩეული პარლამენტი, პრეზიდენტი და მთავრობა თუ აშშს საელჩო, და თვით აშშ სახელმწიფო!
ვფიქრობ დროა მოვრჩეთ საქართველოს სუვერენიტეტზე ლაპარაკს და ხელისუფლება სრულიად გადავულოცოთ სიუზერანს - აშშ-ს. მერე იმან რაც უნდა ის ქნას, ვინც უნდა ის დანიშნოს ხელმღვანელად და მმართველად! ხელფასიც და სხვა პრემია დანამატიც იმანვე გადაუხადოს თავიანთ დანიშნულ მმართველებს. ჩვენ ჩვენი არც კონსტიტუცია გვჭირდება, არც პარლამენტი და მთავრობა, მითუმეტეს არც პრეზიდენტი! რად გვინდა ამდენი ხალხი სარჩენად?! აიღოს მართვა დაფინანსება და ყველაფერი აშშ-მ თავის თავზე! ვსიო?!
5 წლის უკან