კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ინდონეზიაში ღამურების ხორცი კვლავ პოპულარულია. „როიტერის" ინფორმაციით, ღამურების ხორცი ზუსტად იმ რაოდენობით იყიდება, როგორც მანამდე. ინდონეზიის ჩრდილოეთ რეგიონებში ღამურას კერძ პანიკიში იყენებენ.
„კორონავირუსს გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა ინდონეზიაში, ერთ-ერთი კვების დაწესებულების წარმომადგენელმა სტენლი ტიმბულენტმა „როიტერთან" საუბრის დროს. მისი თქმით, დღის განმვალობაში 50-60 ღამურას ყიდის, სადღესასწაულო დღეებში კი, დაახლოებით 600 ღამურა იყიდება.
მეცნიერთა ნაწილის აზრით, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა.