რაც მოვისმინე ისეთი იყო, რომ ჩემგან კომენტარს საერთოდ არ საჭიროებს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში განაცხადა. გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ ისაუბრა და მის შეცდომებსა და გადაცდომებზე მიუთითა.
„გუშინდელი ინტერვიუ ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ რაც ვიცი და რაც მოვისმინე ისეთი იყო, რომ ჩემგან კომენტარს საერთოდ არ საჭიროებს“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკური ტაიმაუტის აღებას ურჩევს. ამ საკითხზე სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრა.
გვარამიამ მას ჰკითხა შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოწყობილ შტაბს უნდა უხელმძღვანელოს ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ციხეს რამდენიმე დღეში ტოვებს. სააკაშვილმა ეს არ დაადასტურა.