ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ტოვებს – თავად ვაშაძე ეხმაურება. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მან შემდეგი რამ განაცხადა:
„წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი – ვრჩები. მიხეილ სააკაშვილთან მქონია თურმე კონფლიქტი… ასეთ სისულელეებს რატომ უსმენთ? მიხეილ სააკაშვილის შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს იმისათვის, რომ საქართველოს მოაშოროს ის უმსგავსო ჯგუფი, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.