გია ნოდია: სააკაშვილს უნდა 9-წლიანი მმართველობის შეცდომები მერაბიშვილს გადააბაროს

გია ნოდია: სააკაშვილს უნდა 9-წლიანი მმართველობის შეცდომები მერაბიშვილს გადააბაროს

„მიხეილ სააკაშვილს უნდა 9 წლიანი მმართველობის შეცდომები ვანო მერაბიშვილს და საერთოდ მის გუნდს გადააბაროს“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ნოდია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, „რომ არა ვანო მერაბიშვილის შეცდომები, ივანიშვილს გაუჭირდებოდა ხელისუფლებაში მოსვლა“.

ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილს ამ განცხადებებით სურს მაქსიმალურად  გაემიჯნოს თავის გუნდს, იმ შეცდომებს და იმ ნეგატივს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლთა თვალში აქვს და სწორედ ამიტომ ქმნის პირად შტაბს.

„სააკაშვილს როგორც ჩანს უნდა, რომ ერთგვარად გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“, პრაქტიკულად მისი განცხადება ვნახეთ, რომ იგი რაღაც პირადი შტაბის შექმნას აპირებს და ამ კონტექსტში სურს მაქსიმალურად გაემიჯნოს თავის გუნდს, იმ შეცდომებს ან იმ ნეგატივს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლთა თვალში აქვს. როგორც ჩანს ის ამ განცხადებით ერთგვარად მიანიშნებს, რომ შეცდომები იყო მაგრამ ეს მისი ბრალი კი არ არის არამედ, ვანო მერაბიშვილის ბრალია. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მას რაღაც ნეგატიური მოლოდინები აქვს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, იმ აზრით, რომ ის არ იქნება პირადად მისი მომხრე ახალ ეტაპზე. აშკარაა, რომ მერაბიშვილის მიმართ ეს პოზიტიური განცხადება ეს არ არის. რაც შეეხება შტაბის შექმნას, სააკაშვილისთვის ეს ხელსაყრელი არ არის, თუმცა თვითონ თვლის მისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნავს გია ნოდია.