ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემაზე: 100/50 არის ოპტიმალური მოდელი და ეს ვარიანტი ჩვენ გვაძლევს შესაბამისი ცვლილებების პარლამენტში გატანის საშუალებას

ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემაზე: 100/50 არის ოპტიმალური მოდელი და ეს ვარიანტი ჩვენ გვაძლევს შესაბამისი ცვლილებების პარლამენტში გატანის საშუალებას

 

„100/50 არის ოპტიმალური მოდელი და ეს ვარიანტი ჩვენ გვაძლევს შესაბამისი ცვლილებების პარლამენტში გატანის საშუალებას.   ჩვენ პროპორციულის შემთხვევაშიც ვიღებთ  ხმათა უმრავლესობას, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში პრინციპული.  პრინციპული არის ის, რომ გატანადი უნდა იყო საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში", -  განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.

მისივე განმარტებით, 100/50-ზე მოდელი უფრო მეტად პროპორციულია და აქ არსებითი არის ის, რომ ვერც ერთი პარტია ამ მოდელის პირობებში ვერ იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

„ამ მოდელის პირობებში 113 მანდატის მიღების პრაქტიკული რესურსი უკვე აღარ არსებობს, მაშინ როდესაც 77/ 73-ი ს პირობებში, იმ სურათით რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არის პრინციპული განსხვავება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ მოდელს ასე და პრაგმატულად უნდა აწონ-დაწონოს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Maverick აი ასე ჭრის და კერავს ჩიჩილაკი მის მიერ ჩვენს თავზე მოხვეულ კონსტუტუტუციას!
არ დაუჯეროთ! შეასრულეთ მაგის მიერ თავსმოხვეული ონსტუტუცია!
"ოცნება"-ვ, ხომ ხედავ თქვენივე სიებით, თქვენივე დაუნახავობით, სიჯიუტით, შემოტენილებით პარლამენტში შემოგლიჯინებულმა დაბრაკულმა ნაცებმა, ასოებში, თავისუფლების ინსტიტუტებში გაწვრთნილებმა და მათმა სატელიტებმა გიღალატეს, ობოლივით დაქინძვა დაგიპირეს, ხოლო დაქინძულები თუ არ ვცდები არც თქვენ გიყვართ, ქართველებს კი მით უმეტეს მოღალატეებზე, უმადურებზე და დაქინძულებზე აცრილი რომ გვაქვს ალბათ იცით; ხოლო, თუ არ იცით და ჩვენ რჩევას გაატარებთ, ჩვენც გაგატარებთ!...
5 წლის უკან