ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს - ნინო ქათამაძის ემოციური მიმართვა „ორბი ჯგუფს“

ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს - ნინო ქათამაძის ემოციური მიმართვა „ორბი ჯგუფს“

მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და „ორბი ჯგუფს" უპირისპირდება.

„მთელი დღე ვფიქრობდი როგორ გამეცა პასუხი იმ თავხედობისთვის, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო „დიდი კომპანიის" დიდებული „პიარ ტექნოლოგი", ან „მასების ფსიქოლოგი" მირეკავს და პასუხს მთხოვს საკუთარი აზრის გამო რომ სამწუხაროა თუ ორბი ჯგუფის მშენებლობა ბახმაროს მოსპობს!

დიახ, მე ნინო ქათამაძე ვფიქრობ რომ ბახმაროში გაურკვეველი მასშტაბის მშებლობა და ბეტონის ქაოსი, გამოიწვევს მის სამუდამო განადგურებას და ბახმარო დაკარგავს თავის უნიკალურობას!

ვინც ერთხელ მაინც ასულხართ ბახმაროში, წარმოიდგინეთ იმ ვიწრო და ულამაზეს გზაზე მოძრავი სატვირთოები საკურორტო სეზონზე, ეს 4 სეზონიანს კი არ გახდის ბახმაროს, იმ ერთ სეზონსაც წაართმევს თბილ და კეთილ ადამიანებს რომელთა მოლოდინი წლიდან წლამდე უსაზღვროა, მათთვის მცირედ შემოსავალზე მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულის ხარისხში აყვანილი შეხვედრაა, პირველი შეხვედრისას რომ გაისმის „მრავალ ბახმაროობას დაესწარი"! მე მინდა რომ მუდმივად ეს ტექსტი ისმოდეს სადღესასწაულო განწყობით, თბილად, გურულ-აჭარულად და არა გაურკვევლად გილოცავთ ორბობას, ბეტონობას, უჰაერობას ზღვის დონიდან 2050 მეტრზე! როდესაც საუბარია მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფზე, ვინც ახალი ბახმაროს გალამაზება უნდა შემოგვთავაზოს, დაიდოს თითოეულის სახელი და გვარი, იმ ბახმაროს მსგავსი მთის კურორტების პროექტები და ჩამონათვალი რომელიც მათ გაალამაზეს და აჩუქეს მსოფლიოს! ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებს დაუწყებდით ძებნას, მოგენახათ ის ადამიანები და შეიძლება ითქვას ბახმაროს ექსპერტები, რომელთან საკუთარი შრომით, გამძლეობით, ამტანობით და ბევრი ფიზიკური ტკივილის ფასად არ დათმეს ბახმარო ბნელ 90-იან წლებში, არ მიატოვეს გასანადგურებლად, მათ ზუსტად იციან როგორი უნდა იყოს მომავლის ბახმარო, სწორედ მათ იციან რა შეიძლება და რა არა ბახმაროში! განვითარების და უკეთესის წინაღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში „ორბს" გპირდებით რომ ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს! თუ გაგვაცნობთ ზუსტ კონცეფციას, გაითვალისწინებთ თითოეული ბახმაროელის აზრს, არ წაართმევთ ამ კურორტს მომავალს და განავითარებთ ბეტონის გარეშე, მე მხოლოდ თანადგომას გამოგიცხადებთ!

P.S. არ გაბედოს არც ერთმა „კეთილის მსურველმა ორბელმა" ჩემთან დარეკვა და კითხვების დასმა, ყველაფერი გარკვევით დავწერე ზემოთ!

პატივისცემით! ნინო ქათამაძე", - წერს მომღერალი.

Aburjga Tasmanieli პირველად ვეთანხმები ამ ადამიაის მოსაზრებას! "ორბი" რატომ ჰქვია მაგათ ლეშისმჭამელნი არიან?! ბახმარო ჯერ არ მომკვდარა და "ორბს" იმასთან რა უნდა?! ვინ არიან ეს მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები რომელთაც ბახმარო უნდა გაალამაზონ?! თუ რაიმე დასაპროექტებელი და გასალამაზებელია ჩვენ ქართველ არქიტექტორებს გამოცდილებს და ახალგაზრდებს რას ვუშვებით, რატომ ვართმევთ სამუშაოს, პირიდან ლუკმას რატომ ვაცლით იმათ ოჯახებს?! ბევრი ვიცი არქიტექტორი სამშობლოს მოჭირნახულე, რომლებმაც თვალცრემლიანებმა დატოვეს სამშობლო და უცხოეთში გადაიხვეწნენ, ცოლშვილც თან წაიყვანეს იმიტომ, რომ თავი ვერ ირჩინეს, იოჯახი ვერ შეინახეს!!! მუცოს, შატილის, სვეტიცხოველის ამშენებელ ერს ბახმაროში კოტეჯების დაპროექტება და აშენება არ შეუძლია???!!! არ ხართ თქვენ კარგი ხალხი, ნამდვილი ორბები ხართ! ჩაატარეთ კონკურსები საქართველოში, გამოყავით გრანტები დაპროექტებაზე, თითონ თქვენი კომპანიის შინით შექმენით არქიტექტორთა ჯგუფები, ხალხს ხელფასი გადაუხადეთ! რას მაიმუნობთ, რა გჭირთ, რომ არ იქნა თქვენი მოპირვა??!!!
5 წლის უკან