საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. "ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 10:23 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 5:23 დასრულდა. ორი ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა.
მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.