„მიშა სააკაშვილი არის უძლიერესი პოლიტიკოსი. დაინახა, რომ შედეგი არ არის და ძალიან სწორად იმოქმედა. გააკეთა საინტერესო განცხადება, ბევრი ახალგაზრდა უნდა მოვიდეს პოლიტიკაში და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. ვინ დააბნია ან ვის რა ეწყინება სააკაშვილის ამ ნაბიჯით, არ ვიცი. პირადად მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ დროული იყო“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ღიად და აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
„მე გვერდზე ვერ გავდგები. გადავწყვიტე, უკვე ღიად და აქტიურად ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად. მომხრე ვარ ყველა ოპოზიციური ერთიანობის, ფართო ფრონტის შექმნის, ამიტომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ვხსნი ჩემს პირად შტაბს. ჩემს პოლიტიკურ გამოცდილებას, ყველა რესურსსა და კონტაქტს მოვახმარ ამას. დროის ათვლა დაიწყო“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
„რამდენი ხანია ვამბობ, რომ ოპოზიციური გაერთიანება მცდარ გზას ადგას და გარდა საარჩევნო სისტემისა, სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარი რუსული ვექტორის პარტიებთან არ შეიძლება. ამიტომაც გავემიჯნე ამ ფორმატს, რადგან ხელს არ შევუწყობ საქართველოში რუსული რბილი ძალის რეაბილიტაციას.
„მიშა სააკაშვილმა, ვინც უძლიერესი პოლიტიკოსია, ნახა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედეგი არ არის, ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, ამიტომ სწორად იმოქმედა და დროულიც იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„მართალია, ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ დიდი ხანია, ველოდი. თანაც ძალიან საინტერეოსო განცხადება გააკეთა - ახალი ძალებია საჭიროო და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო.
„მექნება მასთან კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, კითხვებიც. არ ვაპირებ, შევეგუო იმ შეცდომებს, რომლებიც ადრე იყო დაშვებული. როცა მე მის შეცდომებს ვებრძოდი, მაშინ გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ბურჯანაძე კი - პარლამენტის თავმჯდომარე.
„ბოკერია და მისი პარტია დღეს არ ჩააგდებს, რომ მიშა სააკაშვილი არ გააკრიტიკოს, ბურჯანაძე კი იძახის, რომ სააკაშვილი მისი პირადი მტერია. სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა გამოიყვანა ისინი მწყობრიდან.
„მე არ ვიცი, ვინ დაიბნა და ვის რა ეწყინა ან რას მოიმოქმედებს მომავალში, მაგრამ მიშა სააკაშვილს რომ ხელს ვერავინ შეუშლის ამ საქმეში - პუტინი კაბაში ბურჯანაძე, ვინმე პუნწკულაშვილი გიგა ბოკერია თუ ხაზარაძის „ლელო“, ამაში დარწმუნებული ვარ. სააკაშვილის დონის პოლიტიკოსები ჩვენ დასაკარგი არ გვყავს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.
ჰო, მართლა შიბაქიც არ დაგავიწყდეთ, რამდენიმე ცალი მიშკუტას და თაკოსაც გაუგზავნეთ გამოადგებათ!