სულ მაინტერესებ რას აკეთებს ეს ხალხი, მაგალითად მუზეუმის თანამშრომელზე მეტს? - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. გიორგი კალანდია „აიპრესის" სტატიას გამოეხმაურა, სადაც საუბარი სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებაა.
„სულ მაინტერესებ რას აკეთებს ეს ხალხი იმაზე მეტს (და არა მარტო ესენი) რასაც აკეთებს თავისი ქვეყნისთვის მაგალითად მუზეუმის თანამშრომელი და უფრო კონკრეტულად რესტავრატორი!? რატომ აქვს რესტავრატორს, რომელიც ქვეყანას მილიონების ქონებას უნარჩუნებს სამარცხვინო ხელფასი?! სულ მაინტერესებს და პასუხი ვერასოდეს ვერ მივიღე" - წერს გიორგი კალანდია.
„სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 7000 ლარს. 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მას დანამატის და პრემიის სახით ანაზღაურება არ მიუღია." - საინფორმაციო სააგენტო "აიპრესმა" ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან გამოითხოვა.
"რატომ აქვს რესტავრატორს, რომელიც ქვეყანას მილიონების ქონებას უნარჩუნებს სამარცხვინო ხელფასი?! "
:)
რატომაც საქართველოს ნინო ლომჯარია ჰყავს ომბუდსმენად, სწორედ იმიტომა აქვს რესტავრატორს სამარცხვინო ხელფასი!
რატომაც მუზეუმის თანამშრომლებსა აქვს სამარცხვინო ხელფასი, იმავე მიზეზითა აქვთ მარეგულირებელ კომისიაში 20,500-ანი ხელფასები თვეში!
რატომაც მარეგულირებელ კომისიაში აქვთ 20,500-ანი ხელფასები, იმიტომაც იხარჯება სეპარატისტული რეგიონების ვირტუალური ადმინისტრაციების შესანახად უფრო მეტი ფული, ვიდრე ამ რეგიონებიდან ლტოლვილი მოსახლეობის დასახმარებლად!
P.S.
სიტყვამ მოიტანა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ მოთხოვნას: სასწრაფოდ შეიქმნას ტაო-კლარჯეთის ადმინისტრაცია, სანამ თურქეთი არ დაშლილა!.. თორემ ხვალ რომ ჩვენ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, მერე ხომ არ დავიწყებთ კადრების მოძიებას და ვაკანსიების დაკომპლექტებას! (ნუ... ვერ დვიბრუნებთ და, ხალხი მაინც გვეყოლება დასაქმებული, - ჩვენი რა მიდის!).