ანალიტიკოსი დათო გამცემლიძესოციალურ ქსელში წერს:
შევეცდები ავხსნა მიშას ამჟამინდელი მოტივაცია:
ჩემი პროგნოზით, სულ მალე მიშა გამოვა და მოუწოდებს კოალიცია „ძალა ერთობაშია“, მათ შორის მის პირმშო პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“, დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს იმ „უმაქნის პოლიტიკანებს, „ბიძინას შნირებს“, პრორუსებს და მცირე ოლიგარქებს“ (ეს მისი ციტატებია - ადრეც ასე უწოდებდა), ვინც ახლა „გაერთიანებულ ოპოზიციაშია“ და დაიწყონ ბრძოლა ივანიშვილის მოსაშორებლად მისი ლიდერობით.
ამავდროულად, უეჭველად იტყვის, რომ ერთობის საფუძველი საერთო საგარეო ვექტორი და საერთო ღირებულებები უნდა იყოს (ვერც შეედავები) და არა საერთო გამორჩენა.
შტაბი - საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.
არ გააკეთებენ? მაშინ მაგათაც გაუშვებს На х.....
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მიშა პრაგმატულად მართალია და ჭკვიანურად იქცევა: „ნაციონალური მოძრაობა“ (ოღონდ მხოლოდ მისი ლიდერობით) ერთადერთია, ვისაც შეუძლია ბიძინას „ოცნება“ დაამარცხოს არსებული (ხაზს ვუსვამ, არსებული - მაჟორიტარულ-პროპორციული!) საარჩევნო სისტემის ფარგლებში, ხოლო მიშასთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მიახმაროს თავისი ამომრჩეველი („პროტესტული ამომრჩევლის“ 80% პირადად მისი ამომრჩეველია) - იმ პარტიების მაჟორიტარებს,რომელთა ლიდერებს მისი მეათედი რეიტინგი და გავლენა არა აქვთ?
მიშას საპასუხო წინადადება იქნება არა პირველ ტურამდე მაჟორიტარებზე შეთანხმება-განაწილება-ვაჭრობა, არამედ მხოლოდ მეორე ტურში გასული მაჟორიტარული კანდიდატების ერთობლივი მხარდაჭერა.
საარჩევნო ოლქთა აბსოლუტურ უმრავლესობაში რომ მეორე ტურში სწორედ მიშას მაჟორიტარი კანდიდატები გავლენ, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.
ეს წინადადება (არა პირველ ტურამდე, არამედ მეორე ტურში საერთო მხარდაჭერა) სხვა ოპოზიციურ პარტიებს ძალიან არ მოეწონებათ, მერედა რა, ამით?
ანუ მიშას აზრით, „სხვებს“ ვინც მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი იყვნენ და არიან, უნდათ „მაჟორიტარულის“ პირველ ტურებში მისი და მხოლოდ მისი პროტესტული ელექტორატი გამოიყენონ.
არადა, თუ შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა დარჩა, ეს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხელს. ბევრად მეტად, ვიდრე „წმინდად პროპორციული“.
ზოგადად, მიშა არასდროს შეურიგდება იმას, რომ (როგორც თავად ბევრჯერ უთქვამს) მის მიერ აშენებული ქვეყანა სრულად ან ნაწილობრივ გადააბაროს ბურჯანაძეს, ნათელაშვილს და სხვებს, ვინც ყველაფერი იღონა მის დასამხობად.
თავისთვის მართალია ეს კაცი. ვიმეორებ: პროტესტული ამომრჩევლის 80% პირადად მის გამო დადის არჩევნებზე. მის გარეშე ეს კატეგორია არჩევნებზე უბრალოდ არ მივა და „ოცნება“ 80% გაიფორმებს
ანალიტიკოსთა ნაწილს უცნაური „ცალმხრივობა“ ახასიათებს ამ თემის ანალიზისას.
ანუ, მათ ბუნებრივად მიაჩნიათ, ბურჯანაძეს, ნათელაშვილს, ბოკერიას, ჯაფარიძეს, სხებსა და სხვებს ჰქონდეთ ამგავრი პოზიცია: „ბიძინა უნდა გავუშვათ, ოღონდ ისე, რომ მიშა არ დაბრუნდესო“ მაგრამ რატომღაც თავში არ მოსდით, რომ ანალოგიური მოტივაცია იმავე მიშასაც შეიძლება ჰქონდეს მათ მიმართ, ანუ: „ბიძინა უნდა წავიდეს, მაგრამ თქვენ, ვინც ჩემს დასამხობად ყველაფერი იღონეთ, მერე კი პარტია დამინგრიეთ, არ უნდა მოხვიდეთო“.
ვერ გავიგე, რატომ არის ეს ან მოულოდნელი ან გაუგებარი იმ პოლიტიკოსისგან ვისაც (კვლავ და კვლავ ვიმეორებ) მიაჩნია, რომ სწორედ მან ააშენა ეს ქვეყანა, სხვები კი მხოლოდ ხელს უშლიდნენ (გაიხსენეთ გრიგოლ ვაშაძის შარშანდელი განცხადება: „რაც ცუდი მოხდა მათ გამო მოხდა აი ძააააან ევროპელები რომ არიანო) და მომავალშიც (როგორც მიაჩნია) არანაკლებ დაანგრევენ ვიდრე ახლა ბიძინა ანგრვს მისი აზრით?
მიშას პოზიცია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, მარტივია და იოლად ასახსნელი:
„ვერ მოგართვით თუ ერთის მხრივ გინდათ მე მლანღძოთ, იძახოთ „ბიძო უნდა გავუშვათ ოღონდ ისე, მიშა არ დაბრუნდესო“ და, იმავდროულად, ჩემი პროტესტული ელექტორატით გინდოდეთ პარლამენტში შეძრომა - საერთო მაჟორიტარებზე პირველ ტურამდე შეთანხმება და ა.შ.
ნურას უკაცრავად! - გქონდეთ საკუთარი რეიტინგები და აბა სცადეთ საკუთარი (არა ჩემი) ელექტორატით“.....
„ეს არის და ეს“, როგორც მიშას უყვარდა ხოლმე თქმა.
p.s. ღრმად ვარ დარწმუნებული, მიშას, მისი სტილიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის ლიდერშიპისთვის“ (ვისაც, თუ გახსოვთ, დრო და დრო „შეუღრენდა“ ხოლმე შარსან მკვახედ - „აზრზე მოდითო“) წინასწარ არ შეუტყობინებია და არ შეუთანხმებია გუშინდელი განცხადება „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ შესახებ.
არც ახლა მისცემს რაიმე მითითებას პირადად.
თვითონ უნდა მიხვდნენ და „მოწვან-მოტვინონ“ რა უნდა გააკეთონ და როგორ.
თუ ვერ „მოტვინავენ“, მაგათაც „გაუშვებს.....იქ“.
ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე არის არათუ ნული, არამედ აბსოლუტური, კოსმიური ნული!