“მაშინ კი გაიხარებენ გვარამია და ბერძენიშვილთა დამპალი კლანი ნაღირსებ გეიპარადზე კეკლუცობით...”

“მაშინ კი გაიხარებენ გვარამია და ბერძენიშვილთა დამპალი კლანი ნაღირსებ გეიპარადზე კეკლუცობით...”

ფეისბუქ-მომხმარებელი ოთარ განცულაია სოციალურ ქსელში წერს:

ლაშა ტალახაძეზე თავდასხმით ძალიან წააგეს ნაცებმა. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ - რიტორიკაში, ქმედებაში. სახეირო შესაძლებლობებს პირველ კლასელი ბავშვივით ანიავებენ. ახლა რიგითი მოქალაქე ფიქრობს - თუ ისინი მსოფლიო სპორტის ცოცხალ ლეგენდას არ ინდობენ, მე ვინ დამინდობს თუკი ისინი დაიბრუნებენ ძალაუფლებას? პასუხიც იქვე იკვეთება - არავინ! დედა შვილს არ აიყვანს! თავადვე გასცემენ ასეთ "დაპირებებს". რამდენ ადამიანზე აქვთ შური საძიებელი... რამდენი ბიზნესი აქვთ მისატაცებელი.. წლობით ნაგროვებ ბოღმას ისინი მრავალწლიან ტერორში გადაზრდიან (სიებს ადგენენ, როგორც თავად იძახიან), რასაც ქვეყნიდან კიდევ ასიათასობით ადამიანის გადინება მოჰყვება. მაშინ კი გაიხარებენ გვარამია და ბერძენიშვილთა დამპალი კლანი ნაღირსებ გეიპარადზე კეკლუცობით...

ერთი საქმეა რომ ქოცები მართლა უუნარონი და სამარცხვინოები არიან, რაც გასაფუჭებელი დარჩათ მომავალ 4 წელიწადში გააფუჭებენ, ეს ორჯერ ორია, მაგრამ ნაცები უბრალოდ საშიშნი არიან. ადამიანებს ეშინიათ მათი დაბრუნების, ადამიანებს სტაბილური გარემოს შენარჩუნება ურჩევნიათ.

ასეთ ვითარებაში ხაზარაძის გუნდი სრულ პროფანაციას რომ არ ავლენდეს, არჩევნებში დიდი წარმატების შანსი ექნებოდა. თუმცა წინა ორის მსგავსად ესეც ცივად ჩააფრინდა ლენინს და ხელიდან ვერ გააგდებინებ.

შემოდგომა მალე მოვა და ბარემ ჩემოდნის ჩალაგება ხომ არ დამეწყო?