სანიკიძე: “სააკაშვილი არის ფაქტორი… ჩემთვის ეს არის ამოსავალი წერტილი”

სანიკიძე: “სააკაშვილი არის ფაქტორი… ჩემთვის ეს არის ამოსავალი წერტილი”

გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა , სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ თავისი შტაბის შექმნას აპირებს.

"სააკაშვილი არის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს შიგნით და თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს გარეთაც. მემგონი ამაზე შევთანხმდით. თავს რატომ ვიბრმავებთ. სააკაშვილი არის ფაქტორი. მორჩა და გათავდა. ჩემთვის ეს არის ამოსავალი წერტილი." - განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, უკვე აქტიურად ჩაერთოს ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და შექმნას საკუთარი პირადი შტაბი.

Aburjga Tasmanieli ჩაესვენა სურვილების გროვა, როგორცმკრთალი მირაჟების სერია, ახლა უფრო დაფიქრების დროა... ჩადენილი შეცდომები ბევრია!
5 წლის უკან