მე შევუერთდები ჩემს კოლეგებს, რომ ეს ეპიდემია დავამარცხოთ - ამის შესახებ ჩინელმა ექიმმა ლი ველიანგმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუში განაცხადა. ექიმმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ოჯახი ძალიან ენატრებოდა.
„რატომ გადავწყვიტე ექიმობა? თავიდან ძალიან სტაბილური სამსახური მეგონა. ძალიან ბედნიერი ვიყავი სულ იმის გამო, რომ ჩემი პაციენტები თავს უკეთ გრძნობდნენ. მე მყავს შვილი, რომელიც 4 წლისა და ათი თვისაა. მე ისინი ძალიან მენატრებიან, მხოლოდ ვიდეოს საშუალებით შევძელი ლაპარაკი. ჩემს გამოკეთებას კიდევ 15 დღე მაინც დასჭირდება, რის შემდეგაც აუცილებლად შევუერთდები სხვა ექიმებს, რომ ეპიდემია ერთად დავამარცხოთ" - აცხადებდა ლი ველიანგმა.
ჩინელი ექიმი ლი ვენლიანგი, რომელსაც მაღალჩინოსნებმა ახალი კორონავირუსის საფრთხის შესახებ გაჩუმება მოსთხოვეს, ახალი კორონავირუსით დაავადდა და გარდაიცვალა.
დეკემბერში ლიმ ჩინურ სოციალურ ქსელში WeChat სამედიცინო სკოლის ჯგუფში დაწერა, რომ ადგილობრივი ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან შვიდი პაციენტი SARS-ის მსგავსი ვირუსით დაავადდა და კარანტინში იმყოფებოდა. SARS კორონავირუსის ტიპის ვირუსია, რომელიც ჩინეთში 2003 წელსაც გავრცელდა და თებერვლიდან ივლისამდე 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.