ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:
ადამიანები, რომლებიც დაფუძნდნენ უცხოეთში (გინდა დასავლეთში, გინდა ოკეანისგაღმა, გინდა ჩრდილოეთში, გინდა აღმოსავლეთში და ა. შ.) - ან აქედან წავიდნენ ოჯახით, ან იქ დაოჯახდნენ, მიიღეს მოქალაქეობა და უხარიათ, რომ მათ შვილებსაც აქვთ ან ექნებათ უცხოური მოქალაქეობა, ანუ თავიანთ თავს ხედავენ ამ ქვეყნის მიღმა, მუდმივად ჭკუას რატომ გვარიგებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა არის კარგი და ცუდი ჩვენთვის?! დაეტიე, რა, სადაც ხარ და შეირგე ან, თუ ვერ ეშვები აქაურობას, რას წახვედი, კაცო?!