„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება არის მხოლოდ ცალსახა, ის ყავლგასული პოლიტიკოსია, რომელმაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება შეუქმნა არა ერთ, არამედ ათასობით ოჯახს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პირადი შტაბის გახსნის თაობაზე.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან, „შეიძლება კიდევ რაღაც მცირე წარმატებაზე იფიქრონ".
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება არის მხოლოდ ცალსახა, ის ყავლგასული პოლიტიკოსია, რომელმაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება შეუქმნა არა ერთ, არამედ ათასობით ოჯახს და ვფიქრობ, რომ ამის გადასაფარად ახლა იმდენ ტყუილს იძახის, რომ არ მგონია მისი გუნდის წევრებისთვისაც იყოს მოსახერხებელი ადამიანი, პირიქით, რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან, შეიძლება კიდევ რაღაც მცირე წარმატებაზე იფიქრონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ის პირადი შტაბის გახსნას გეგმავს.