ვრცელდება თუ არა კორონავირუსი ბანანით? – სოციალურ ქსელში პანიკაა

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი ბანანით? – სოციალურ ქსელში პანიკაა

სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად გავრცელდა გაფრთხილება, რომ კორონავირუსს ბანანში ვირუსის გასავრცელებლად სპეციალურად უშვებენ და ამიტომ ბანანს უნდა მოვერიდოთ.

მედიკოსების ინფორმაციით, ზემოთქმული სიმართლეს არ შეესაბამება, ამ მოსაზრების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და მსგავსი სიახლე არც ერთ სანდო წყაროს არ გაუვრცელებია.

ცნიბილია, რომ კორონავირუსი გავრცელდა ცოცხალი ორგანიზმებიდან - ცხოველებიდან. შემდგომში უკვე ის ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება.

კორონავირუსი ბანანის ჭამით არ გადადის.

აღსანიშნავია, მსგავსი დეზინფორმაცია გასულ წელსაც ვრცელდებოდა, როდესაც ღორის გრიპის გავრცელებას ასევე დაინფიცირებულ ბანანს მიაწერდნენ.