დიდთოვლობა საქართველოში - საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობა საქართველოში - საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო საქართველოში გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.

გადაადგილება შეიზღუდა ახალციხე-ნინოწმინდის- სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 90-კმ 112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ17-კმ106 (მცხეთიჯვარი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალქალაქი-კარწახის თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან და ასევე ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ხოლო რაც შეეხება ფარავნის უღელტეხილს აქ დიდთოვლობის და დაბალი ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.