ფრანგმა სამხედროებმა მალიში 30 ტერორისტი მოკლეს

ფრანგმა სამხედროებმა მალიში 30 ტერორისტი მოკლეს

ფრანგმა სამხედროებმა მალიში ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან დაახლოებული 30 ჯიჰადისტი მოკლეს - ამის შესახებ AL JAZEERA წერს.

მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა გორმას რეგიონში, სადაც ფრანგულმა დანაყოფებმა 20 ტერორისტი და მათი სამხედრო მანქანები გაანადგურეს. მეორე შეიარაღებულმა დანაყოფმა კი ლიპტაკოს რეგიონში ჩაატარა ტერორისტების „წმენდა" ISIS-ის გამაგრებულ პოზიციებზე. ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები და ბომბდამშენები.