ჩიორა თაქთაქიშვილი “ევროპულ საქართველოს” მანდატების მოპარვაში ადანაშაულებს

ჩიორა თაქთაქიშვილი “ევროპულ საქართველოს” მანდატების მოპარვაში ადანაშაულებს

ნაცმოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით, 2020 წელს მთავარია ივანიშვილის კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან:

„2020 წელს მთავარია ივანიშვილის კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. თუ ეს 2020 წელს არ მოხდება, თითოეულ ჩვენთაგანს უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს ამ მარცხისთვის. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო დებატის გახსნა: რატომ ვართ არსებული პოლიტიკური სპექტრის მძევლები? რა არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ან ვინმე სხვა ხვალაც არ მოისყიდის ჩვენს რჩეულ პარტიებს და მათ ლიდერებს? რა არის იმის გარანტია, რომ სხვაც ივანიშვილივით აბუჩად არ აიგდებს თავის ამომრჩეველს, მე როდის დაგპირდით საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასო? რა არის იმის გარანტია, რომ თქვენს მიერ არჩეული პარტიები და ცალკეული ლიდერები ისევ ისე არ მოიპარავენ თქვენი ბრძოლით მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს, როგორც ეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს 2016 წელს?“, - დაწერა სოციალურ ქსელში ჩიორა თაქთაქიშვილმა.