გოცირიძე აცხადებს, რომ ბოიკოტი არ იქნება – „ამ საარჩევნო წესების ფარგლებშიც „ოცნებას“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ“

გოცირიძე აცხადებს, რომ ბოიკოტი არ იქნება – „ამ საარჩევნო წესების ფარგლებშიც „ოცნებას“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ“

„თუ მოხდა ისე, რომ არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდა, რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებთ. ამ საარჩევნო წესების ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ," - აცხადებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ 50/100 საარჩევნო სისტემას არ დათანხმდა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ყველანაირი საარჩევნო სისტემით გამართულ არჩევნებში დამარცხებულია, ამიტომაც ოპოზიცია მოქმედი კანონმდებლობით გამართულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ქართული ოცნება" ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დამარცხებულია, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, როდესაც ასეთ თვალთმაქცობას კიდევ ერთხელ იხილავს როგორც ქართველი ამომრჩევლი, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორები.

„ეს შემოთვაზებები იყო აბსოლუტურიად ბლეფი, მოროგი სიცრუე და დროის გასაწელად გაკეთებული, რადგან კომპრომისი მათ არ უნდოდათ და არავითარ რეალურ წინანდადებას ისინი არ გვთავაზობდნენ. ეს „ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ დააზიანებს, სინამდვილეში 100/50-ზეც კი არ უნდათ იმიტომ, რომ ისინი გვეუბნებიან ამ სისტემას დაგითმობთ იმ შემთხვევაში თუ 2024 წელს საერთოდ გაუქმდება პროპორციული არჩევნებიო.

„ამიტომ 2024 წელშიც ამ სისტემით ჩავატაროთ და კონსტიტუცია შევცვალოთო, ოღონდ თქვენ დაგვეხმარეთ ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუციის შეცვლისათვის საკმარისი ხმებიო, არადა დღეს აშშ-ის კონგრესთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ამაყობენ, რომ საქართველოში 2024 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდებაო.

„ანუ იქაც კი ატყუებენ, იმათ ეუბნებიან, რომ 2024 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდებაო და ჩვენ აქ გვეუბნებიან, რომ 2024-შიც გავაუქმოთო, არ არსებობს მათი არცერთი სიტყვა, წინასაარჩევნო დაპირება, ან ნებისმიერი მათი ნათქვამი, რომელიც ტყუილი არაა, „ქართული ოცნების" ლოზუნგია სიცრუე და ორპირობა... სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა... ეს უნდა ეწეროს მათ დროშაზე....

„თუ მოხდა ისე, რომ არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდა, რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებთ, ამ საარჩევნო წესების ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ," - განაცხადა გოცირიძემ.