რუსეთის დუმის დეპუტატი და მულტიმილიონერი აირატ ხაირულინი ვერტმფრენის კატასტროფას ემსხვერპლა.
დეპუტატი დუმის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. ის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ლაიშევოს მიმდებარედ სამ ადამიანთან ერთად მიფრინავდა, რა დროსაც Bell 406 ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.