ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ორი ჩინელიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ორი ჩინელიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ორი ჩინელი მამაკაციდან, რომლებიც გუშინ ინფექციურში შეიყვანეს, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ პაციენტებს მდგომარეობა არ გაუუარესდათ ისინი ხვალვე დატოვებენ საავადმყოფოს. მისი თქმით მათ აქვთ ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება.

„გუშინ, ღამის საათებში შემოყვანილ იქნა ორი ჩინელი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი. მათგან ერთი საქართველოში ჩამოვიდა 4 თებერვალს, მეორე 29 იანვარს, ისინი, რამდენადაც მე მაქვს ცნობა, მუშაობენ ახმეტაში და აუწიათ ტემპერატურა გუშინ და წამოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. მათ დაუმთავრდათ ყველა გამოკვლევა. მათ არ აქვთ პნევმონია, რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არ აქვთ გრიპის ვირუსი, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის გამოკვლევით და კატეგორიულად გამოირიცხა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. მათ აქვთ ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება, არა კორონავირუსით და არა გრიპის ვირუსით გამოწვეული.ორივე მათგანი რჩება ჩვენთან. ხვალამდე დავაკვირდებით, თუ რაიმე სიმპტომები არ გამოჩნდა, მდგომარეობა არ გაუარესდება, და არ გაუარესდება, რადგან ლაბორატორიულად მათ არაფერი არ აქვთ, ხვალ ორივე გაეწერებიან",- განაცხადა ცერცვაძემ.