ბიჭს, რომელმაც ძაღლი თავისი სვიტერით გაათბო, სწავლას დაუფინანსებენ

ბიჭს, რომელმაც ძაღლი თავისი სვიტერით გაათბო, სწავლას დაუფინანსებენ

ნიკუშა მელნიკოვი, ბიჭი რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი იმით გახდა, რომ წვიმიან ამინდში მიუსაფარ ძაღლს საკუთარი მაისური დაუთმო, ქუთაისის უნივერსიტეტის დაფინანსებით ვეტერინარიის ფაკულტეტზე ისწავლის. ამის შესახებ ნიკუშამ ქუთაისიპოსტთან ვიდეოინტერვიუში ისაუბრა.

"ეს არის სიურპრიზი, რომელმაც მოულოდნელად შეცვალა ცემი ცხოვრება. თავდაპოირევალდ სიხარულისგან გავჩუმდი და უცნაურიად ვუყურებდი მათ. რა თქმა უნდა, ვისარგებლებ ამ შანსით და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავამართლო ყველას იმედი და შესაძლოა ისიც, რომ საკუთარი კლინიკაც გავხსნა თავშესაფართან ერთად, სადაც ცხოველები უსაფრთხოდ იქნებიან და არ იგრძნობენ თავს იმ ადამიანების მიერ დაჩაგრულად ვინებმაც მიატოვეს. მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის უნივერსიტეტს, ძალიან დიდი საჩუქარია და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ იმიტომ, ძაღლს რომ დავეხმარე და ამხელა საჩუქარი რომ გამიკეთეს. ეს ყველაფერი, ქუთაისიპოსტის დამსახურებაცაა", - ამბობს ნიკა მელნიკოვ